კონფინდენციალობა
ფრანგული ენის ცენტრი აპოსტროფი არის ფრანგული ენის შემსწავლელი ორგანიზაცია. ცენტრის ვებგვერდი ყველასათვის ხელმისაწვდომი და უფასოა. საიტზე განთავსებული ინფორმაცია შემეცნებითი ხასიათისაა და არ გულისხმობს რაიმე სახელშეკრულებო შეთანხმებას.
მომხმარებელი, რომელიც რეგისტრირდება ფრანგული ენის კურსზე და აპოსტროფს საკუთარი სურვილით აწოდებს პირად ინფორმაციას, ავტომატურად ანიჭებს ენის ცენტრს უფლებამოსილებას, შენახვისა და დამუშავების მიზნით, გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები. მომსახურების სრულყოფილად მისაღებად, კლიენტი ვალდებულია, სწორი ინფორმაცია მიაწოდოს აპოსტროფს.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ პირადი ინფორმაციის კანონიერი და სწორი დამუშავება მნიშვნელოვანია ჩვენი წარმატებული საქმიანობისა და მომხმარებლის ნდობის შენარჩუნებისთვის. მომხმარებელს დაცულად შეუძლია გადაიხადოს სერვისის ღირებულება, მხოლოდ მის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელისა და პაროლის მეშვეობით. აღნიშნული ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემის შემთხვევაში, აპოსტროფი იხსნის სრულ პასუხისმგებლობას.
აპოსტროფის საიტზე დაცულია მომხმარებლის კონფიდენციალობა. თუმცა, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მესამე პირის ქმედებებზე, რომელსაც სურს კანონსაწინააღმდეგოდ შეაღწიოს აპოსტროფის სერვერებზე.
კონფიდენციალობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ info@apostrophe.ge