გსურთ, უმოკლეს დროში ამეტყველდეთ ფრანგულად ?
შემოუერთდით ფრანგული ენის ინტენსიურ კურსს და გამოიყენეთ სწრაფი პროგრესის უნიკალური შესაძლებლობა !
შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც დისტანციური, ასევე დასწრებითი ფორმატი.
24 საათიანი სესიის ტარიფი : 280 ლარი
ჯგუფში სტუდენტთა რაოდენობა : 5-9
- საკომუნიკაციო უნარების შეძენა და განმტკიცება (მოსმენილის გაგება/წაკითხულის გაგება/მეტყველება/წერა)
- ფრანკოფონული კულტურის გაცნობა
- ფრანკოფონულ კონტექსტში მოქმედება და ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო სიტუაციებში თავის გართმევა
კურსის განმავლობაში, მრავალფეროვანი მასალების გამოყენებით, იუმჯობესებთ ფრანგულის დონეს.
ლექციებზე მუდმივად გაქვთ ინტერაქცია როგორც მასწავლებელთან, ასევე ჯგუფის დანარჩენ წევრებთან.
გრამატიკა, ლექსიკა და ფონეტიკა მუშავდება როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური აქტივობების გამოყენებით.
აღნიშნული კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე შეუსრულდა 15 წელი.
დისტანციური კურსის შემთხვევაში, აუცილებელია, გქონდეთ კომპიუტერი და კარგი ხარისხის ინტერნეტი.
დისტანციური გაკვეთილების დროს სხვადასხვა რესურსებთან ერთად გამოიყენება სახელმძღვანელო და სავარჯიშოების რვეული, რომლის ელექტრონულ ვერსიებსაც უფასოდ გადმოგცემთ.
რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: cours@apostrophe.ge ;
(+995) 591 07 92 81; (+995) 598 64 54 49;