თქვენი დამსაქმებელი კვალიფიკაციის ასამაღლებლად ფრანგული ენის შესწავლას გთხოვთ? თავად ხართ დამსაქმებელი და საკუთარი გუნდის დატრენინგება გადაწყვიტეთ? კორპორაციული შეთავაზების ფარგლებში “აპოსტროფი” გთავაზობთ:
- თქვენი კომპანიის საჭიროებებსა და სპეციფიკაზე მორგებულ ფრანგულის კურსს
- თქვენი სფეროსთვის აუცილებელ უნარებსა და ლექსიკურ მასალაზე მუშაობას (ოფიციალური შეხვედრები, სატელეფონო საუბრები, მოლაპარაკებები, გასაუბრებები, ფორმალური მიმოწერა და აშ)
- ყოველი სესიის დასრულებისას შემაჯამებელი ტესტირების ორგანიზებას
- კურსის ბოლოს დონის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემას
- დონის დასადგენ უფასო ტესტს ნებისმიერი თანამშრომლისთვის
- უაღრესად მოქნილ ტარიფებს : 20 საათიანი ბიზნეს ფრანგულის კურსი ოფისში 1 ჯგუფისთვის -1800 ლარი
მოგვწერეთ მეილით და ჩვენი გუნდი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ კურსის დასაორგანიზებლად.