ჩვენს შესახებ
ფრანგული ენის ცენტრი აპოსტროფი 2022 წლიდან გთავაზობთ ფრანგული ენის კურსებს როგორც კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის, ასევე კერძო პირებისთვის და საგანმანათლებო დაწესებულებებისთვის. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ აპოსტროფის მთავარ ღირებულებებს, როგორიცაა ხარისხიანი განათლება და მაღალი დონის სერვისი.
პედაგოგიური მიდგომები
აპოსტროფში გაკვეთილები ეფუძნება საკომუნიკაციო მეთოდს, რაც ითვალისწინებს ენების საერთო ევროპული ჩარჩოს რეკომენდაციებს. აღნიშნული მეთოდის დახმარებით, ლექციების დროს მუდმივად ხვდებით ყოველდღიურ საკომუნიკაციო სიტუაციებში, რის შედეგადაც ფრანგულად გიწევთ ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა.
ჩვენი გუნდი
აპოსტროფის მასწავლებლები გამოირჩევიან როგორც მდიდარი პედაგოგიური გამოცდილებით, ასევე უახლესი მიდგომების მუდმივი ძიებით. ჩვენი პედაგოგიური გუნდის დახმარებით, მაქსიმალურად გამოიყენებთ თქვენს შესაძლებლობებს ფრანგული ენის სასიამოვნო გარემოში და უმოკლეს დროში შესასწავლად.
ადმინისტრაციული გუნდი კი თქვენს განკარგულებაშია კონსულტაციების, რეგისტრაციებისა თუ პერსონალური დახმარების გასაწევად.
ჩვენი უპირატესობები
- ენის ცოდნის დასადგენი უფასო ტესტი და კონსულტაცია
- უფასო ონლაინ პედაგოგიური რესურსები
- მეცადინეობისას ავთენტური დოკუმენტების (ინტერვიუები, ფილმები, სიმღერები, კლიპები, სტატიები და აშ) გამოყენება
- მცირერიცხოვანი ჯგუფები (5-10 სტუდენტი ჯგუფში)
- უმაღლესი შედეგები საერთაშორისო DELF/DALF გამოცდებზე